შსს

ალილოს მსვლელობის გამო, 7 იანვარს, 14:00-დან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

ambioni.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხვალ, 7 იანვარს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით,
დაგეგმილია ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა "ალილო". ამის გამო, თბილისში, 14:00 საათიდან, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე.

"ალტერნატიულ მარშრუტებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის
თანამშრომლები დაარეგულირებენ. მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება" - აცხადებს შსს.

კომენტარები