საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ადვოკატი პარლამენტთან დაკავებულებზე: ფილიშვილი გადაწყვეტს იმას, რასაც დაავალებენ

მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დილით პარლამენტთან დაკავებული 16 პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. 

ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელიც ერთ-ერთი დაკავებული იყო 18 ნოემბრის პროცესების დროს ამბობს, რომ დღეს დაკავებულ პირებზე ვალერიან ფილიშვილი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა დავალებასაც მისცემენ ხელისუფლების წევრები. 

"ვალერიან ფილიშვილი არის ზონდერმოსამართლე, რომელიც არის დღევანდელი სასამართლოს ერთ-ერთი კარიკატურა და დღეს, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმ მშვიდობიან და პატრიოტ ადამიანებზე, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ, იმ საკითხების გამო, რომელიც მთელ ერს აწუხებს" - ამბობს ბასილაია. 

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 16 მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დააკავა.

დაგეგმილი პიკეტის გამო, ქართული ოცნების დეპუტატებმა კომიტეტის სხდომამდე ორი საათით ადრე დაიწყეს პარლამენტში მისვლა. გლდანის მაჟორიტარი კობა კობალაძე შენობაში 07:37-ზე შევიდა. სირცხვილის დერეფანში მოუწიათ გავლა დეპუტატებს - ენძელა მაჭავარიანს და გიგა გულორდავას.

კომენტარები