ავტოავარია

ავლაბარში ყვითელი ავტობუსი ხეს შეეჯახა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ავლაბარში ყვითელი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი კი მსუბუქად დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები