ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
სამთავრობო პროპაგანდა

ISFED-მა ფეისბუქის მიერ წაშლილი 344 გვერდიდან 88-ის იდენტიფიცირება შეძლო

შაბათი, 28 დეკემბერი, 2019 - 18:20
Reuters
tbl.ge/4boi
დაკოპირდა

არასამთავრობო ოგნაზაცია ISFED ეხმაურება, 20 დეკემბერს Facebook-ის მიერ თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიშის - 39 პროფილის, 344 გვერდის, 13 ჯგუფის და 22 ინსტაგრამ ანგარიშის გაუქმებას, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

"სამართლიანი არჩევნების" ანგარიშის მიხედვით, მათ სოციალური მედიის მონიტორინგის ბაზებში იდენტიფიცირებული ჰყავდათ დისკრედიტაციული და სამთავრობო პროპაგანდისტული მიზნით მოქმედი 174 გვერდი, რომელთაგან 88 Facebook-მა გააუქმა. 

"სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებული დისკრედიტაციული და სამთავრობო პროპაგანდისტული 174 გვერდიდან ფეისბუქის მიერ წაშლილია 88 გვერდი, ხოლო 15 გვერდი სავარაუდოდ დეაქტივირებულია მათივე ადმინისტრატორების მიერ. ასევე მიუწვდომელია 18 გვერდი, თუმცა დაუზუსტებელია ისინი ფეისბუქმა გააუქმა თუ ამავე გვერდების ადმინისტრატორებმა. დღეის მდგომარეობით, ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი 53 გვერდი კვლავ აქტიურია", - წერია ანგარიშში.

თვითდეაქტივაცია, როგორც "გადარჩენის" გზა - მოქმედების ტაქტიკა "ფეისბუქ" წმენდის შემდეგ

"სამართლიანი არჩევნების" ანგარიში მიხედვით მათ მიერ ინდეტიფიცირებული გვერდებიდან Facebook-ის მიერ წაშლილია სამთავრობო პროპგანდისტული 87 გვერდი, ხოლო 15 გვერდი, რომელიც აქტიური აღარ არის, სავარაუდოდო დეაქტივირებულია ამ გვერდების ადმინისტრატორების მიერ. ამის დასკვნის საშუალებას იძლევა ის, რომ ეს გვერდები Facebook-ის მიერ წმენდის შემდეგაც ჩანდნენ, მათ შორის რამდენიმე კი 21 და 22 დეკემბერსაც იძებდნებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, Facebook-ის მიერ გვერდების წაშლის შემდეგ, სამთავრობო პროპაგანდისტული გვერდების ადმინისტრატორები დისკრედიტაციის კამპანიას ახალი სტრატეგიებით აგრძელებენ:

"1. ახალი გვერდების შექმნა და პოსტების დასპონსორება - მაგალითად 24 დეკემბერს შეიქმნა ცრუ მედიის კატეგორიის ახალი გვერდი სახელწოდებით „პოლიტ მაცნე“, რომელსაც ამავე დღეს 2 დასპონსორებული პოსტი ჰქონდა.

2. ძველი მრავალათასიანი აუდიტორიის მქონე ანონიმური დისკრედიტაციული გვერდების დეაქტივაცია და მათი ზუსტი ანალოგების გამოყენება. მაგალითდ, გააქტიურდნენ ადმინისტრატორების მიერ დეაქტივირებული გვერდების ერთგვარი "კლონები", რომლებიც შექმნილია 2019 წლის ივლისში და ადმინისტრატორების მიერ "დამალული" გვერდების ზუსტ ანალოგებს წარმოადგენენ სახელწოდების, პროფილის, ბანერის და გამოქვეყნებული პოსტების შინაარსის მიხედვით. ასეთებია, მაგალითად გვერდები: "ორი გვამი უნდათ" (შექმნილია 2019 წლის 29 ივლისს), "პოლიტიკური სანაგვე" (შექმნილია 2019 წლის 30 ივლისს), და "იყავი და გაგეკეთებინა" (შექმნილია 2019 წლის 30 ივლისს).

3. მრავალათასიან ფეისბუქ  გუფებში პოსტების გაზიარება და საკუთარი გზავნილების ამ მეთოდით გავრცელება", - წერია ანგარიშში.

დისკრედიტაციის რა მეთოდებს მიმართავდნენ გაუქმებული გვერდები?

"სამართლიანმა არჩევნებმა" ანონიმურ მადისკრეტირებელი Facebook გვერდები სხვადასხვა კატეგორიად დაყო. მათი ქცევებისა და ტაქტიკების მიხედვით. ესენი არის:

ღიად დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი გვერდები, რომლებიც ქმიან Facebook გვერდების ქსელს და პლატფორმაზე პროსახელისუფლებო სწრაფი რეაგირების გვერდებს წარმოადგენენ - ამაში იგულისხმება ხელისუფლებისთვის არასასრუველი მოვლენისა ან პერსონების საჯარო დისკრედიტაცია.

"სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებული ღიად მადისკრედიტირებელი 101 გვერდიდან  39 გვერდი კვლავ აქტიურია. ფეისბუქმა წაშალა ასეთი 31 გვერდი.  13 გვერდი გაუქმდა თავად ადმინისტრატორების მხრიდან, ასევე მიუწვდომელია 18 გვერდი, თუმცა ზუსტი მიზეზი თუ რატომ არ ფუნქციონირებენ ეს გვერდები დაუზუსტებელია".

ცრუ მედიის გვერდები, რომლებიც თავიანთი სახელწოდებების გამო მომხმარებლებს უქმნიდნენ შთაბეჭდილებას, თითქოს რეალურ საინფორმაციო სააგანტოებს წარმოადგენდნენ. სინამდვილეში კი, ისინი ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომელიც უმეტესად ხელისუფლების დადებითად წარმოჩინებასა და ოპონონტების უარყოფითად წარმოჩინებას ემსახურებოდა.

"სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებული ცრუ მედიის ტიპის 41 გვერდიდან ფეისბუქმა წაშალა 35 გვერდი. ერთი ადმინისტრატორის მიერაა დეაქტივირებული, ხოლო 5 კვლავ აქტიურია".

ცრუ მხარდამჭერი დისკრედიტაციული გვერდები, რომლებიც შენიღბულად მოქმედებდნენ - ისინი თავს რომელიმე პოლიტიკური პარტიისა ან პოლიტიკოსის მხარდამჭერად ასაღებდნენ, თუმცა რეალურად მათ დისკრედიტაციას ცდილობდნენ.

"სამართლიანი არჩევნების მიერ ცრუ მხარდაჭერის 16 გვერდი იყო იდენტიფიცირებული, რომლებიც მოქმედებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, მოძრაობა სირცხვილიას, მოძრაობა ლელოს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის გაერთიანებული პლატფორმის, ჭყოდნიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას სახელით და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ. ამ გვერდებისთვის დამახასიათებელი არ იყო პოსტების დიდი რაოდენობით გამოქვყნება, არამედ, შერჩევითად, პოლიტიკური მოვლენების კვალდაკვალ ორაზროვანი და შეცდომაში შემყვანი პოსტების გამოქვეყნება და მასიური დასპონსორება.

სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებული ცრუ მხარდაჭერის 16 გვერდიდან ფეისბუქის მიერ 13 გვერდი წაიშალა, ერთი ადმინისტრატორების მიერ დეაქტივირდა და ორი კვლავ აქტიურია".

სრულად ყალბი ამბების გამავრცელებელი გვერდები, რომლებიც სამართლიანი არჩევნების ცნობით, ივნისამდე ქართული ფეისბუქისთვის ნაკლებად დამახასიათებელი იყო, ხოლო ივნისის აქციების შემდეგ ფეისბუქ გვერდებმა დისკრედიტაციის ტაქტიკასთან ერთად ყალბი ამბების გავრცელების მასიური კამპანია წამოიწყეს.

"სამართლიანი არჩევნების მიერ ყალბი ამბების გამავრცელებელი 8 გვერდი იყო იდენტიფიცირებული, რომელთა პოსტების 100% მხოლოდ ფოტო მანიპულაციას წარმოადგენდა, ხოლო ხოლო აქტივობის მაქსიმალური მაჩვენებელი ივნისში დაფიქსირდა. ყალბი ამბების გამავრცელებელი რვავე გვერდი ფეისბუქმა წაშალა".

ISFEDფეისბუქიგვერდების წაშლასათავრობო პროპაგანდაინდეტიფიცირებაყალბი ინფორმაციასამთავრობო პროპაგანდა

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 23 მარტი, 2021 - 10:29FACEBOOK-გვერდი BIDZINA IVANISHVILI & MEDIA გადაკეთდა და GAKHARIA & MEDIA ჰქვია
  • სამშაბათი, 21 ივლისი, 2020 - 23:51პროსახელისუფლებო FACEBOOK-გვერდი მუქარის შემცველ პოსტს აქვეყნებს
  • ოთხშაბათი, 6 მაისი, 2020 - 19:42ვოლსკი: საოცარია, რომ ყურადღება გადაიტანეს ყანდიაშვილზე, რასაკვირველია, ჩვენი გუნდის წევრია
  • ოთხშაბათი, 6 მაისი, 2020 - 19:24ყანდიაშვილი: Fake News-ებთან საბრძოლველად მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ Facebook-თან
  • ოთხშაბათი, 6 მაისი, 2020 - 18:44კალაძე: არ ვიცი ტროლები, ბოტები, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ამის საჭიროება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:13

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:52

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
4რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕