ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების "ლელოს" ერთერთი მთავარი მიზანი და უპირველესი ამოცანა იქნება, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან, პირველ 6 თვეში დემონტაჟი გაუკეთდება ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს და პროკურატურას. ეს ის სასამართლო და პროკურატურაა და ის პროკურორები და მოსამართლეები არიან, რომლებიც ივანიშვილმა სააკაშვილისგან გადმოიბარა და მოირგო და პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად იყენებს. ეს იქნება ნომერ პირველი ამოცანა ჩვენი პოლიტიკური ძალის.
tbl.ge/4bkt
დაკოპირდა

პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მივიდა. დღეს თიბისი ბანკის საქმის არსებითი განხილვა იწყება.




