ფილიპინები

ფილიპინებში ტაიფუნს 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

BBC

საშობაო პერიოდში, ფილიპინებში მომხდარ ტაიფუნს 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფილიპინებს სტიქია სამშაბათს დაატყდა თავს. ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, 12 ადამიანი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტაიფუნის გამო 58 ათასზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია.

როგორც უწყებები განმარტავენ, გარდაცვლილთა ნაწილი ხის დაცემის შედეგად დაიღუპა, ზოგი კი დაიხრჩო.

ფილიპინების საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, მოსალოდნელია, რომ კვლავ გაიზარდოს.


ფოტო: getty images / BBC

კომენტარები