ახლო აღმოსავლეთი

რუსეთი, ირანი და ჩინეთი ინდოეთის ოკეანეში საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

რუსეთი, ირანი და ჩინეთი ინდოეთის ოკეანეში და ომანის ზღვაში საერთო საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. წვრთნები ხვალიდან, პარასკევიდან იწყება. 

სამინისტროს სპიკერმა ვუ ციანმა განაცხადა, რომ ჩინეთი სამი დღით რაკეტების გამანადგურებელსაც "სინინგ" გააგზავნიდა.

მისი თქმით, წვრთნა სამ სამხედრო ძალას შორის "ნორმალური სამხედრო გაცვლა" იყო და საერთაშორისო სამართალსა და პრაქტიკებს შეესაბამებოდა.

"რეგიონულ ვითარებასთან დაკავშირებული არ არის," - თქვა მან.

ირანის სამხედრო ძალების სპიკერმა თქვა, რომ წვრთნა რეგიონული უსაფრთხოებისთვის ტარდებოდა.

აშშ-ის სანქციების პარალელურად თეირანს მოსკოვთან და პეკინთან ურთიერთობების მეტად განმტკიცება სურს. 

სანქციები ირანს ხელახლა მას შემდეგ დაუწესა, რაც დონალდ ტრამპმა ქვეყანა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და აშშ შეთანხმებიდან გაიყვანა.

დამატებითი სანქციები აშშ-მა გასულ დღეებში ირანში მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივად დაშლის გამოც დააწესა.

სექტემბერში საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე დრონებით თავდასხმაში სამეფო ირანს ადანაშაულებს, ირანი კი ირწმუნება, რომ ამასთან კავშირი არ აქვთ და თავდასხმის უკან იემენელი ჰუსიტი ამბოხებულები დგანან.

ირანს ასევე ადანაშაულებენ ივნისსა და ივლისში სპარსეთის ყურეში ორ ნავთობტანკერზე მომხდარ აფეთქებებშიც. მანამდე კი ქვეყანა მაისში 4 ნავთობტანკერზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. ირანი ბრალდებებს უარყოფს.

აგვისტოში გაერთიანებული სამეფო აშშ-ს სპარსეთის ყურის საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების მისიას შეუერთდა, რათა დაიცვას გემები, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გადიან.

კომენტარები