საგადასახადო დავალიანება

ჯაგირაშვილი ტელევიზიების ანგარიშზე ინკასოს დადებაზე: კრიტიკულ მედიასთან ანგარიშწორებაა

ტელევიზიას არ აქვს თანხა რომ ერთბაშად გადაიხადოს. შესაბამისად გვადევს ინკასო. გვეშლება ხელი მუშაობაში. ვერ ვიხდით ვალდებულებებს. ვერ ვიხდით მიმდინარე თანხებს რაც აუცილებელია მუშაობისთვის. კიბატონო, გავძლებთ, ბნელი 90-იანების პირმშოები ვართ და უარესებისთვის გაგვიძლია, მაგრამ მთავარ კითხვაზე არავინ არ მცემს პასუხს, რატომ არ ადევს ინკასო იმედის ანგარიშს და მაესტროს ანგარიშს, რომელიც ბიუჯეტის მინიმუმ 27 მილიონიანი დავალიანება აქვთ. ეს არის ჩემთვის მთავარი კითხვა ამ ეტაპზე. ეს არის კრიტიკულ მედიასთან ანგარიშწორება. რუსთავი 2 უბრალოდ მოგვაყოლეს როგორც ალიბი, რომ აი კრიტიკულ მედიას კი არ ვერჩით კაცო აი ამათაც ვერჩითო და სინამდვილეში სულ სხვა ისტორიაა რუსთავი 2-თან დაკავშირებით. ეს არის უბრალოდ ხელის შეშლა tv პირველის და კავკასიის მუშაობის. რა თქმა უნდა, ამის გამო არ დავიხურებით და არც მოვკვდებით, მაგრამ რეალურად დამოუკიდებელი მედია ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად. ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს და აგერ გაშიშვლდა ეს პრობლემა ხელისუფლების შერჩევითი პოლიტიკიდან გამომდინარე.

ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი. ტვ პირველის, რუსთავი 2-ის და კავკასიის ანგარიშებს ინკასო 25 დეკემბერს დაედო. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. უწყებამ ტელევიზიებს ერთი დღის ვადას მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

კომენტარები