საგადასახადო დავალიანება

ხოშტარია 3 ტელევიზიის ანგარიშზე ინკასოს დადებაზე: ესაა მედიების მოხრჩობის გზა

ეს საერთო პრობლემის ერთერთი გმოვლინებაა, ამაში ახალი არაფერია. თუმცა, უფრო და უფრო იძენს პუტინისტურ ხასიათს ამ ხელისუფლების ქმედებები.

აგვისტო და ახალი წლის წინა პერიოდია ხოლმე, როდესაც პუტინი დიდ გადაწყვეტილებებს იღებს, რადგან ჰგონია, რომ გაუვა ამ პერიოდში.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ფინანსური საკითხი, დავალიანების საკითხი, ესაა მედიების მოხრჩობის გზა.

ამბობს ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ტელეკომპანია კავკასიასთან გამართულ აქციაზე. საუბარია, ტვ პირველის, რუსთავი 2-ის და კავკასიის ანგარიშებზე ინკასოს დადებაზე. ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, 23 დეკემბერს გააფრთხილა. უწყებამ ტელევიზიებს ერთი დღის ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

კომენტარები