ილია მეორე

ილია II: ჩვენი ერი დაჯილდოებულია სიყვარულით, რასაც სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ბიძინა, თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე, და ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას.

მე მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება, შემესრულებინა ეს საქმე. ჩვენი ერი ღვთისგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. დალოცვილი იყავით, მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისა, ჩვენთან არს ღმერთი

ილია მეორე სვეტიცხოველში თავისი აღსაყდრებიდან 42-ე წლისადმი მიძღვნილ წირვაზე.

კომენტარები