რაც ექიმ გაფრინდაშვილის შემთხვევაში მოხდა, ეს არის ყოველგვარი ადამიანური წესების, საერთაშორისო სამართლის და ყველაზე მინიმალური სტანდარტების წინააღმდეგ. თუკი ოდნავი პრეტენზია გაქვს, რომ რამეს მართავ საერთოდ, დეფაქტო ხელისუფლებაშიც კი, ესეთი რამე არ უნდა გააკეთო, ეს არის მაგალითი როგორ არ უნდა მოიქცე და ეს არის მაგალითი როგორ შეიძლება ყველაზე უარესად წარმოაჩინო შენი თავი, როდესაც ექიმს აპატიმრებ, რომელიც არც ერთ სამართალში, არც ერთ ისტორიაში, არც ერთ საუკუნეში არ უნდა იყოს ძალადობის, ტყვეობის ობიექტი. მერე რაც მოხდა თქვენ კარგად ნახეთ, ოჯახმა გულწრფელად თქვა თავისი პოზიცია, მიმართა ხელისუფლებას, ჩვენ ვიცოდით ის რისკებიც თუ ამის პოლიტიზირება მოხდებოდა, ამაში უფრო ძვირ ფასს გადაგვახდევინებდნენ ჩვენ როგორც ხალხს და სახელმწიფოს რუსები და რუსეთის ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელია ოკუპაციაზე. ეს ვიცოდით, მიუხედავად ამისა ოპოზიციის ნაწილმა მაინ გააკეთა ბევრი სპეკულაციები. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ის სახლში დაბრუნებულიყო დროზე, ეს ძალისხმევა დღემდე გრძელდება და მე დარწმუნებული ვარ რომ ის უახლოეს დღეებში დაბრუნდება სახლში.
tbl.ge/4b3i
დაკოპირდა
არჩილ ტალაკვაძემ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ იმედის ეთერში ისაუბრა. საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა
ამავე თემაზე
- გაფრინდაშვილი: ჩემი შვილების მომავალს ვიცავ, რომ მათ დემოკრატიულ საქართველოში იცხოვრონ
- გაფრინდაშვილი: მე რომ თბილისში მშვიდობიანად ვარ, არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა
- ვაჟა გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას უფასო კუნსულტაციები ჩაუტარა
- პატრიარქი ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად საპატრიარქოში შეხვდა
- გაფრინდაშვილი: რუსებს ვუთხარი, პრეტენზია იმაზე მქონდა, რომ იქ იყვნენ