მეუფე იაკობის ქადაგება

მეუფე იაკობი: ჭორიკანა ხალხი მხედრიონელობას მაბრალებს, თვითონ რა გაუკეთებიათ

ჭორიკანა ხალხი და საქართველოს მტრები ხან მხედრიონელობას მაბრალებენ, ხან კიდე ლანჩავას იმას, მოადგილეობას. ევროპაში ვიყავი წასული, საქართველოსთვის საქმეს ვაკეთებდი და როგორ ლაპარაკობდნენ ჩემზე. ჩაიხედეთ და რეებს წერენ და რეებს აკეთებენ. თვითონ რა გაუკეთებიათ. მე უფლება მაქვს მთავრობასაც მივმართო და იმას, იმიტომ რომ უწმინდესთან ერთად ძალიან ბევრს ვაკეთებ საქართველოსთვის. ხოდა, ხან ისე გამომივა, ხან ასე გამომივა. თუ ვინმესთვის რამე მიწყენინებია, შენდობას ვთხოვ. მე ჩემით არ ვწირავდი, დღეს პირველად ვწირე იმის მერე, თორე არავის არ გაუჩერებია ჩემთვის წირვა. შინაგანად ვერ ვწირავდი იმის გამო, რომ სინდისი მაქვს და სინდისი მაწუხებს. სხვებსაც უნდა შეაწუხოს სინდისმა.

თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსი, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს.

კომენტარები