მეუფე იაკობის ქადაგება

მეუფე იაკობი: მადლობა ღმერთს, რაღაცა მაინც ვისწავლეთ და სულელურად ომში არ ჩავებით

მადლობა ღმერთს, რაღაცა მაინც ვისწავლეთ ქართველებმა და სულელურად ომში არ ჩავებით. მე ისიც მიხარია, გუშინ რომ წავიდა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე და ღირსეულად წავიდა რა. მანამდე რომ რაღაცას გვსაყვედურობდნენ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ქართველს არავის სასაყვედურო არ აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყნისგან. ყოველთვის წინ ვართ ხოლმე და წინ ვდგავართ. მშვიდობა რომ გვინდა ერს და რომ არ გვინდა აქ რაც უკრაინაში მოხდა სამწუხაროდ ხო? თითქმის ნახევარი ქვეყანა აიყარა და ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ვინღა დაბრუნდება იქიდან ხომ? აქედანაც რომ გაიქცეს კიდევ მილიონი ქართველი, 5 მილიონზე მეტი რომ ვიყავით ხომ გახსოვთ? დღეს რამდენი ვართ დარჩენილი. 

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი საკვირაო ქადაგებისას. 

კომენტარები