მეუფე იაკობის ქადაგება

მეუფე იაკობი მთავრობას: რუსეთს პატიმარს თუ გადასცემ, უდანაშაულო კაცი როგორ ვერ გამოგიხსნია?!

წინა დღეებში ჩვენებმა ექსტრადირება გაუკეთეს რუსეთში ორ პატიმარს. შე დალოცვილო, რუსეთთან, რომელთანაც საომარი ის გაქვს, კარგი, დამნაშავეებს გადასცემ, შენი უდანაშაულო კაცი იქიდან როგორ ვერ გამოგიხსნია?! იმას ისე როგორ გადასცემ, ეფესბესთან და შესაბამის სტრუქტურებთან თუ არა გაქვს კავშირი და ნუ დამაჯერებს იმას, რომ ეფესბემ მოინდომოს და ვაჟა [გაფრინდაშვილი] აქეთ არ ჩამოვა? მე არც პოზიცია ვარ, არც ოპოზიცია, მე ვარ ქართველი და მინდა საქართველოს სიძლიერე, ამიტომ რაღაც-რაღაცებს მკაცრადაც ვიტყვი. ჩემთვის არ არის ის ავტორიტეტი საქართველოში, რომ ამ შემთხვევაში არ დავუპირისპირდე

თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობ იაკობაშვილმა დღევანდელი ქადაგების დროს.

კომენტარები