ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 21 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

21 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბორის მთის და გრიშაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონ II, გორგასლის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები