პროპორციული არჩევნები

კაპანაძე: თუ კონსტიტუციის შეცვლას გვთავაზობს "ოცნება", მაშინ გერმანული მოდელი მიიღონ

საქართველოს პარლამენტი

ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგი კაპანაძე ქართული ოცნების ახალ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 100 დეპუტატი პროპორციული წესით უნდა აირჩეს, ხოლო 50 - მაჟორიტარულით.

კაპანაძის თქმით, ოცნების შეთავაზებული მოდელი საკონსტიტუციო ცვლილებას მოითხოვს. ხოლო, თუ მმართველი პარტია მზადაა, კონსტიტუცია შეცვალოს, მაშინ კაპანაძე მათ გერმანულ მოდელზე გადასვლისკენ მოუწოდებს.

"100 პროპორციულით და 50 მაჟორიტარიო - თალაკვაძის შემოთავაზება.

პრობლემა ისაა, რომ არაკონსტიტუციურია ეს მოდელი. 77/73 (77 პროპორციული სიით, 73 მაჟორიტარი) წერია კონსტიტუციაში.

და თუ კონსტიტუციის შეცვლას გვთავაზობს ოცნება, მაშინ კეთილი ინებონ და პროპორციულზე გადასვლის, ან გერმანულ მოდელზე (თურმე, ესეც ხომ არაკონსტიტუციურია) გადასვლის ცვლილება მიიღონ.

და თუ ამოცანა ის აქვთ, რომ უბრალოდ ხელისუფლება შეინარჩუნონ მხარდაჭერის გარეშე, ეგ არ გამოვა." - წერს კაპანაძე.

ცნობისთვის, "ოცნების" მთავარი კონტრარგუმენტი ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ გერმანული მოდელის წინააღმდეგ ისაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს, რასაც, თავის მხრივ, არ იზიარებენ კონსტიტუციონალისტები.

კომენტარები