ჯიმ რაში

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ოცნებას: შეასრულეთ პირობა საარჩევნო ცვლილებაზე

მე ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ - მმართველი პარტია ოპოზიციის ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროვების სხვა ფორმებით. საქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლისკენ გზაზე და მე ვშიშობ, რომ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს. მე დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეასრულოს მისი პირობა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გონივრული, მშვიდობიანი და სამართლიანი გამოსავალი.

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რაშმა ამერიკის ხმასთან ისაუბრა.

კომენტარები