დაპირისპირება საკრებულოში

ხოშტარია: პოლიცია, ზონდერ უსაფრთხოების სამსახურის უფროსები დადგნენ კუხიანიძის სამსახურში

დღეს რაც ვნახეთ საკრებულოში იყო, კიდევ ერთხელ ნიღბის მოხსნა ქართული ოცნებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიციელები, ზონდერ უსაფრთხოების სამსახურის უფროსები დადგნენ კუხიანიძის სამსახურში. იცავენ ადამიანს, რომელმაც შეურაცხყო საქართველოს, ჩვენი საზოგადოების ღირსება. კუხიანიძე არის გავრილოვი 2, რომელიც თავს ესხმის რუსეთის ციხეში მყოფ ვაჟა ექიმს და რა თქმა უნდა ამაზე საზოგადოებას აქვს ძალიან მწვავე რეაქცია. ჩვენ ორი დღეა ვითხოვთ კუხიანიძის გაგდებას საკრებულოდან. შეუძლებელია, რომ ის ჩვენი მოქალაქეების ფულით იღებდეს ხელფასს. 

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია და საკრებულოში განცხადების გაკეთებისას. ხოშტარია და სხვა აქტივისტები საკრებულოში განცხადებებს აკეთებდნენ, რაც მათ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა შეაწყვეტინა. საკრებულოდან დღეს აქტივისტები, რომლებიც ერეკლე კუხიანიძის საკრებულოდან წასვლას მოითხოვდნენ შენობიდან პოლიციელებმა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, რამდენიმე მათგანი დააკავეს.

კომენტარები