დაპირისპირება საკრებულოში

კუხიანიძის კაბინეტიდან გაყვანის შემდეგ პოლიციამ თაკო კაკაბაძე და შუშანა მაცაბერიძე დააკავა

თამარ კაკაბაძე და შუშანა მაცაბერიძე

თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული 4 მოქალაქეს შორის მოძრაობის "სირცხვილია" წევრები თამარ კაკაბაძე და შუშანა მაცაბერიძე დააკავეს. 

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებულების იდენტიფიცირება ამ დროისთვის არ მოუხდენიათ, თუმცა უწყებისვე ინფორმაციით, საკრებულოს ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ოთხივე პირს გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

ოპოზიციის წევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს - წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას - ედავებიან.

საკრებულოში აქტივისტებმა დაახლოებით ერთი საათის წინ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს - რამდენიმე გოგო კიბეებზე ათრიეს. საკრებულოში თავდაპირველად არც მედიას უშვებდნენ.

რამდენიმე აქტივისტს, რომელიც ძალის გამოყენებით გაათრიეს, სხეულის დაზიანებები აქვს.

კომენტარები