დაპირისპირება საკრებულოში

ტყემალაძე: აქტივისტების მიზანი იყო მოეწყოთ დესტრუქციული ქმედებები და არეულობები

თბილისის საკრებულო

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე დღეს თბილისის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს და აქციის მონაწილეების ქმედებებს, რომლებიც დღეს შენობაში შევიდნენ და ერეკლე კუხიანიძის ოთახში კარავი დადგეს, დესტრუქციულად აფასებს. ტყემალაძემ ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. 

"მათი მიზანი იყო და უნდათ მოაწყონ დესტრუქციული ქმედებები არეულობები, რასაც ჩვენ ვუყურებთ და ვხედავთ. ეს ადამიანები შეიჭრნენ კუხიანიძის ოთახში და დაიწყეს კარვის გაშლა და კიდევ რა მიზნები და გეგმები ჰქონდათ... ძალადობას ორივე მხრიდან არის მიუღებელი," - ამბობს ტყემალაძე. 

ტყემალაძე ასევე ამბობს, რომ საკრებულოში გადაწყვეტილებებს უმრალესობის ფორმატში იღებენ და ერეკლე კუხიანიძის საკითხთან დაკავშირებით ამ ფორმატში იმსჯელებენ. უნდა დატოვოს თუ არა მანდატი ერეკლე კუხიანიძემ, ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ კუხიანიძის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადებები მიუღებელია.

"გიორგი ტყემალაძე არის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძესთან  ერთად საკრებულოში არის ძალიან ბევრი ადამიანი და ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ უმრავლესობის ფორმატში. ვთქვით, რომ ამ თემაზე უმრავლესობის ფორმატში ვისაუბრებდით," - ამბობს ტყელმალაძე. 

საკრებულოში აქტივისტებმა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს - რამდენიმე გოგო კიბეებზე ათრიეს.

რამდენიმე აქტივისტს, რომელიც ძალის გამოყენებით გაათრიეს, სხეულის დაზიანებები აქვს, ასევე რამდენიმე დაკავებულია.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

კომენტარები