როდესაც აქ სპეკულირებენ ეს ადამიანები, რომელთა პარტიას და პოლიტიკურ გუნდს ხელები პატიმრების და უდანაშაულო ადამიანების სისხლში აქვთ გასვრილი, დღეს ეს ადამიანები კადრულობენ ბიუროს სხდომაზე ამ იაფასიანი ეპატაჟებით... ვის ეშინია თქვენი ყვირილის, ან თქვენი ეპატაჟების.
იყვირეთ რამდენიც გსურთ ქუჩაში, ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არის ქუჩაში და თქვენ ყოველთვის გაგაძევებენ ყველანაირი ცივილიზებული ფორმატიდან, როდესაც ასე მოიქცევით. თუ გსურთ დაუბრუნდეთ პარლამენტს, კეთილი ინებეთ და იყავით თანმიმდევრულები...