საქართველოს პარლამენტი

ოცნებიდან კიდევ ერთი დეპუტატი გავიდა — ოთარ ჩრდილელი მანდატს ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ ჩრდილელმა ქართული ოცნებისა და საპარლამენტო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილელი საკუთარ ფეისბუკზე ავრცელებს. 

ოთარ ჩრდილელი მეთხუთმეტე დეპუტატია, ვინც 14 ნოემბრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. 14 ნოემბერს ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლის ინიციატივა ჩააგდო. 

ოთარ ჩრდილელი მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრია. ჩრდილელი საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული პარტიული სიით მოხვდა.

გთვაზობთ დეპუტატის განცხადებას უცვლელად:

"ერთი წელია, ვცდილობთ რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსესუსამდე. რა შედეგიც დადგა-ყველამ ერთად ვნახეთ.

შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას.

და რა იქნება მომავალში?-არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ
დავტოვო დეპუტატის მანდატი.

ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა სჩანს რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით-დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია..

მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ ,,ქართული ოცნების,, პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი.

თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი.

არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ.
პირადად ვინც მიცნობს იცის, რომ
ჩემთვის ღირებულია-ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება. 

კიდევ ერთხელ-ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის.

წარმატებებს და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ.

მრავალჟამიეეერ

ღმერთი ჰფარავდეს, დედა-სამშობლოს".

კომენტარები