ვინც მხარს დაუჭერს ნიკა მელიას უფლებამოსილების შეჩერებას იქნება სამარცვინო დაფაზე გამოკრული. მე პირადად დავაწერ, გამოვაკრავ [პარლამენტის] კედელზე უღირსთა დაფას. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთი კაცის ბრძანებას ემორჩილებიან, დღეს იქნება არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, ვინაიდან, წინ არის კიდევ მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლო და იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას სასამართლო გაამართლებს, ესენი ამბობენ, რომ კვლავ დავაბრუნებთ პარლამენტში და მივცემთ კომპენსაციასო, ასეთი ცინიკური განმარტებები გააკეთეს.
ნიკა მელიას საქმე
გოცირიძე: ვინც მელიას უფლებამოსილების შეჩერებას დაუჭერს მხარს უღირსთა დაფაზე გამოვაკრავ
tbl.ge/4a3i
დაკოპირდა

აბობს ენმ-ს დეპუტატი რომან გოცირიძე. ცნობისთვის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა. საკითხი სავარაუდოდ დღესვე გავა პლენარულ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- ბოკერია: ყველა რეპრესიული ნაბიჯი მელიას წინააღმდეგ შეფასდება უფრო მწვავედ, ვიდრე აქამდე
- გახარია: გომელაური რომ გადამეყენებინა, უარეს საფრთხეს შევუქმნიდი ქვეყანას
- ნიკა მელიას პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 25 მაისამდე გადაიდო
- მელია: ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი ვერ ვიქნები, რახან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე
- ნიკა მელია: თუ რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ [ციხეში], მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე