სირცხვილია

პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით გადაიყვანა ტროტუარზე

მას შემდეგ, რაც პარლამენტთან აქციის მონაწილეების რაოდენობა გაიზარდა, აქტივისტებმა ტროტუარებიდან გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს.

"სანამ იყო ცოტა ხალხი, ვიდექით ტროტუარზე, მაგრამ ახლა პროტესტი გვაქვს პარლამენტთან და კილომეტრებით ვერ ავიწევით" - თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

რამდენიმე წუთში პოლიციის კორდონი აქციის მონაწილეებს მიაწვა და ისინი ძალის გამოყენებით გადაიყვანა ტროტუარზე. აქტივისტები სკანდირებდნენ "სირცხვილი".

ამ წუთებში პოლიციას ცოცხალი ჯაჭვი აქვს გაკეთებული.

კომენტარები