აშშ - რუსეთი

თეთრ სახლში ტრამპი და პომპეო ლავროვს შეხვდებიან

RFE/RL

დღეს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდებიან. 

თეთრი სახლის ერთერთი მაღალჩინოსნის თქმით, ისინი ორმხრივი ურთიერთობის მდგომარეობას განიხილავენ. თეთრ სახლში ასევე ამბობენ, რომ აშშ-ში ლავროვთან სხვადასხვა საკითხებთან ერთად, უკრაინას, სირიას, ვენესუელას და შეიარაღების კონტროლის პრობლემას განიხილავენ.

თეთრ სახლში შეხვედრა დახურული იქნება. 2017 წლის შემდეგ ვაშინგტონში ეს ლავროვის პირველი ვიზიტი იქნება. 

ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რაკეტების ნებისმიერ ახალ განლაგებას რუსეთი უყოყმანოდ უპასუხებდა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების (INF) დატოვების შესახებ. შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა.

აშშ-მ და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის.  

2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ხელშეკრულება რუსეთის ინტერესებში აღარ შედიოდა. მანამდე, 2002 წელს, ჯორჯ ბუშის ინიციატივით აშშ-მ ანტი-ბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულება დატოვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონში NATO-ს სამიტის მიმდინარეობისას თქვა, რომ აშშ-სა და რუსეთს ბირთვული შეიარაღების ახალი შეთანხმებისთვის მიღწევა სურდათ. პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მოლაპარაკებებში ჩართვაში ჩინეთიც იყო დაინტერესებული.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა შუალედური დამიზნების რაკეტების ხელშეკრულებაზე განაცხადა, რომ ახალ შეთანხმებაში რუსეთისა და აშშ-ის გარდა ევროკავშირის ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ.

კომენტარები