თბილისის მერია

8 მარშრუტი, რომელზეც ახალი ავტობუსები გავიდნენ

თბილისის მერიის ცნობით, Isuzu-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს დღეიდან დამატებით 8 მარშრუტზე მოემსახურება.

ახალი ავტობუსები შემდეგ მიმართულებებზე გავიდნენ:

  • N13 - მეტროსადგური „დელისი“ - უნივერსიტეტის ქუჩა;
  • N36 - ლოტკინის დასახლება - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი;
  • N48 - ჟღენტის ქუჩა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი;
  • N65 - დოლიძის ქუჩა - რკინიგზის სადგური; 
  • N68 – ცხრა ძმის ქუჩა - სადგურის მოედანი;
  • N75 - ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონი - მეტროსადგური „სარაჯიშვილი“;
  • N77 - ტუბდისპანსერი - სადგურის მოედანი;
  • N110 - მახათას მთა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი. 

12 დეკემბერს კი,  N25 მარშრუტზე ძველი ბოგდანის მარკის ავტობუსები MAN-ის მარკის 10-მეტრიანი მწვანე ავტობუსებით ჩანაცვლდება.

"ახალი ავტობუსების ნაწილი უკვე გადანაწილდა ექვს მარშრუტზე - N7, N12, N19, N57, N80, N122. გარდა ამისა, N37 სამარშრუტო ხაზზე  (აეროპორტი - სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები გავიდა. ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავი MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით კი „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები N15 და N54 მარშრუტებზე ჩანაცვლდა" - აცხადებს მერია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მოწოდება დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები