კახა კალაძე

კალაძე: ოპოზიციის "ოცნების" ოფისთან მისვლა პროვოკაციაა, იცოდნენ, ახალგაზრდები იკრიბებოდნენ

კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, ყველანაირ დაპირისპირებას. ეს არ არის ნორმალური ფორმა. რაც არ უნდა დესტრუქციული იყოს ოპოზიცია, ჩვენ არ უნდა შევიდეთ ყველაზე მეტად ვისაც დღეს დაპირიპირება აწყობს, ეს არის ოპოზიცია, ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებენ.პროვოკაცია იყო თუნდაც ის, როდესაც მივიდნენ ქართული ოცნების ოფისთან. ჰქონდათ შესაძლებლობა, სხვა კონკრეტულ ადგილებზე გაეკეთებინათ და გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები. მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ იქ იყო შეკრებილი ახალგაზრდობა, ემზადებოდნენ ღონისძიებისთვის, რომელიც იყო ორბელიანის მოედანზე დაგეგმილი.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 2 დეკემბერს ქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო მოძრაობების, "გაბედესა" და "სირცხვილიას" წევრებმა აქცია გამართეს. აქციის დაწყებიდან მალევე მათთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები ყვირილითა და გინებით მივიდნენ. ისინი სამოქალაქო მოძრაობების წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, მათ მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ნივთს. შედეგად, 5 აქტივისტი დაშავდა. პოლიციას არავინ დაუკავებია. ისინი მშვიდობიან აქტივისტებს მოუწოდებდნენ, ტერიტორიას გარიდებოდნენ.

კომენტარები