გუბაზ სანიკიძე

სანიკიძე ხელისუფლებას: ვინმე არ შემოგაკვდეთ, ნახევარი მლნ. ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით

კავკასია

"ხელისუფლებას ვაფრთხილებ კიდევ ერთხელ, ღმერთმა დაგვიფაროს ამ გაწევ-გამოწევაში და ბავშვების ცემა-ტყეპაში ვინმე არ შემოგაკვდეთ, თორემ პიკეტი კი არა, ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას", - ასე მიმართა გუბაზ სანიკიძემ ხელისუფლება ტელეკომპანია კავკასიის ეთერით

მან მიმართა ბიძინა ივანიშვილს და პოლიციასაც:

"ფრთხილად იყავი, ბიძინა, ვინმე არ შემოგაკვდეს. პოლიცია, ფრთხილად იყავით, თორემ სახელით და გვარებით მოგაკითხავთ სუყველას. ​ტყავში დაეტიეთ, პოლიციელებო, აღარ გიჩლიქავთ ენას. თუ რამის თავი გაქვთ, ქენით რა, დადექით ხალხის გვერდზე. რაის კაცები ხართ თქვენ, ინგუშეთში სპეცრაზმი და პოლიცია ხალხის მხარეზე გადავიდა, ვერ გაბედა და ხელი ვერ გაანძრია ფედერალურმა ხელისუფლებამ რუსეთში, გადააგდეს ევკუროვი ინგუშეთი პრეზიდენტი. მთელი სპეცრაზმი და პოლიცია ხალხის მხარეზე გადავიდა. რისი კაცები ხართ თქვენ?

ბიძინას მონები ხართ. რომელ ბრძანებას ასრულებთ, რომაელმა ლეგიონერებმაც ბრძანება შეასრულეს, როცა ქრისტე გააკრეს ჯვარზე, ჩემთვის ქრისტე და სამშობლო ერთი და იგივეა. სამშობლოს აკრავთ თქვენ ჯვარზე.

რომელ კანონს იცავთ, კობახიძის კანონს? სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ, თურმე ახალგაზრდები. გავრილოვი ვინ ჩასვა იქ, ჩვენ ჩავსვით? ზვიად გამსახურდიას სავარძელში რა უნდოდა ვინმე გავრილოვს. ქართველების მოძულეს რა უნდოდა, პოლიციელებო, რატომ იჯდა ზვიად გამსახურდიას სავარძელში? ჩვენ ჩავსვით, ოპოზიციამ, თუ ამ ბავშვებმა ჩასვეს. მაგ თქვენმა ნაძირალა ბიძინამ ჩასვა და ასე გიპირებთ. წადით, დაიკერეთ რუსული პაგონები, რაღას ელოდებით. გადადით ლარსის ქედზე და დაგირიგებთ პუტინი ჩინ-მენდლებს.

ვის ემსახურებით, ბიძინას? ბიძინაა თქვენი სამშობლო? ყველა როგორ გვჯობნის, გულგასიებული ვარ, რა ქნეს ინგუშმა პოლიციელებმა, მომიტინგეებთან ერთად ლოცულობდნენ",- თქვა სანიკიძემ.

რამდენიმე დღეა ხელისუფლებამ ტაქტიკა შეცვალა და აქტივისტებს, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, მმართველი პარტიის ოფისსა თუ მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას მართავენ, ტერიტორიაზე ე.წ. "კონტრაქციით" ხვდებიან.

განსაკუთრებით აქტიურობენ საკრებულოების, მერიებისა და მერიას დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლები.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები