ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 4 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, გალაკტიონ ტაბიძის, დადიანის, ლერმონტოვის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გია რომელაშვილის, ანაპის და უცნობ გმირთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საინგილოს, შორაპნის, შანდორ პეტეფის, წულუკიძის და კახეთის ხევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, IV, V კვარტლების, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის, აკაკი ბელიაშვილის და ხოშარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, თორნიკე ერისთავის, დემეტრე თავდადებულის, გოდერძი ჩოხელის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), ტარიელის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, პეტრიწის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის და ავთანდილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები