ჯანდარის ტბა

საგანგებო: ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ კაცს მაშველები მთელი ღამე ეძებდნენ

შსს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები ჯანდარას ტბაზე დაკარგულ ორ მამაკაცს მთელი ღამე ეძებდნენ. 

მათი ცნობით, საძიებო სამუშაოებში დღის განმავლობაში ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე ჩაერთო აზერბაიჯანული მხარის მფრინავი აპარატი, რომელიც ძებნას აზერბაიჯანულ მხარეს აწარმოებდა.

უწყების ინფორმაციით, მთელი დღე ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10 კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფებოდა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდარის ტბაზე დაკარგულები მეთევზეები არიან. როგორც ცნობილია, ორი მამაკაცი ტბაში ნავით შევიდა და ძლიერი ქარის გამო დაიკარგა.

კომენტარები