ჯანდარის ტბა

ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში შსს-ს ვერტმფრენი ჩაერთო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში შსს-ს ვერტმფრენი ჩაერთო. 

"ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მაშველებთან ერთად იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის ექიმები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდარის ტბაზე დაკარგულები მეთევზეები არიან. როგორც ცნობილია, ორი მამაკაცი ტბაში ნავით შევიდა და ძლიერი ქარის გამო დაიკარგა.

კომენტარები