პროპორციული სისტემა

ბოკერია ივანიშვილზე: ის, ვინც რისკის ქვეშ დააყენებს ქვეყანას, დაისჯება, აქაც და გარეთაც

ქვეყნის ბედი წყდება აქ, ოღონდ გარეთ საქართველოს მეგობრების პოზიცია არის მკაფიო, მათ უნდათ ქართველი ხალხის დახმარება.

ყველა, ვინც მათ სტრატეგიულ ამოცანას, რაც გულისხმობს საქართველოს სიძლიერეს, (პრინციპულის გარდა, ჩვენი პრაგმატული ინტერესებიც ემთხვევა) ხელს უშლის, არის მათთვის პრობლემა. ადამიანი, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებს ამ ქვეყანას, მათ შორის ძალადობის რისკის ქვეშ, რასაც ივანიშვილი აკეთებს, დაისჯება, არამარტო აქ, არამედ გარეთაც. ოღონდ, მე მინდა დავაზუსტო, რომ ეს არ არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი ამოცანაა, სანამ შანსი არის, ეს კაცი ვაიძულოთ, გადადგას ნაბიჯი განმუხტვისკენ, ოღონდ ჩვენ მისი პილიტიკური სიგიჟის მძევლები ვერ ვიქნებით

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია პირველი არხის გადაცემაში "კვირის ინტერვიუ".

კომენტარები