ქართული ოცნება

"ქორთიარდ მარიოტთან" ირაკლი კობახიძეს აქტივისტები "მონა" შეძახილებით დახვდნენ

"ქორთიარდ მარიოტში", სადაც რეგიონალური საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს, ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს სამოქალაქო აქტივისტები "მონა" შეძახილებით დახვდნენ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარემ სირცხვილის დერეფანში გაიარა.

მოძრაობების "შეცვალე" და "სირცხვილია" აქტივისტებს თან ჰქონდათ პლაკატები - "წლის საუკეთესო მონა", "თავისუფლება ირაკლი კობახიძეს". ისინი სკანდირებდნენ - "დაიდოს პროპორციული არჩევნები".

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თითქმის ყოველდღიურად უწყობენ სორცხვილის დერეფნებს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ახდენენ ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებას.

კომენტარები