ჰოლივუდი

ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც საუკეთესო მეგობრები არიან

ტაბულა

ზოგიერთი მათგანი სკოლის ასაკიდან მეგობრობს, ზოგი გადაღებებიდან იცნობს ერთმანეთს, ზოგი სულ 4 წელია რაც დამეგობრდა. ჩვენ გავიხსენეთ ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც საუკეთესო მეგობრები არიან. 

დრიუ ბერიმორი და კამერონ დიასი

კამერონ დიასი და დრიუ ბერიმორი, რომლებიც ფილმში "ჩარლის ანგელოზები" მთავარ როლებს ასრულებენ, სურათში მონაწილეობამდეც მეგობრობდნენ, თუმცა გადაღების შემდეგ უფრო დაახლოვდნენ. 2012 წელს დიასი ბერიმორის მეჯვარეც იყო. 


ფოტო: ew

მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი

მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი ბევრი წელია მეგობრობენ. მათ, 1997 წელს ფილმის Good Will Hunting სცენარი ერთად დაწერეს(საუკეთესო სცენარისთვის ოსკარი ასევე ერთად მიიღეს) და ამ სურათში ერთად ითამაშეს.


ფოტო: ew

ბიონსე და გვინეთ პელტროუ

პოპ ვარსკვლავი ბიონსე და ოსკაროსანი მსახიობი გვინეთ პელტროუ დიდი ხანია მეგობრობენ, მნიშვნელოვან მომენტებში ერთმანეთს მხარს უჭერენ და ბევრ დროს ატარებენ ერთად. აღსანიშნავია ისიც, რომ პელტროუს ყოფილი ქმარი ქრის მარტინი და ბიონსეს ქმარი Jay-Z ასევე ახლო მეგობრები არიან. 


ფოტო: ew

ლეონარდო დიკაპრიო და ტობი მაგუაერი 

ლეონარდო დიკაპრიო და ტობი მაგუაერი ერთმანეთს 80-იანების ბოლოდან, 90-იანების დასაწყისიდან იცნობენ და დღემდე ახლო მეგობრები არიან.


ფოტო: ew

სელენა გომესი და ტეილორ სვიფტი

მიუხედავად იმისა, რომ ტეილორ სვიფტის ბევრი მეგობრობული ურთიერთობა  ძალიან სწრაფად მთავრდება, სელენა გომესთან მისი კავშირი უკვე 4 წელია გრძელდება და ფანებს ეს ვარსკვლავური წყვილი ძალიან უყვართ. 


ფოტო: ew

ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი და ლიზა კუდროუ

მეგობრები ეკრანზე და მის მიღმა. ენისტონი, კოქსი და კუდროუ სერიალის FRIENDS გადაღების დასრულების შემდეგ ურთიერთობას დღემდე არ წყვეტენ.


ფოტო: ew

ნიკოლ კიდმანი და ნაომი უოთსი

ნიკოლ კიდმანი და ნაომი უოთსი ავსტალიაში ერთსა და იმავე ქალთა სკოლაში დადიოდნენ, თუმცა მხოლოდ 1991 წელს, ავსტრალიურ ფილმში Flirting თამაშის შემდეგ დამეგობრდნენ. 


ფოტო: ew

მაიკლ ფასბენდერი და ჯეიმს მაკევოი

X-MEN-ის ყველა პრესტურზე, თავიანთი იუმორით,ეს მსახიობები ფანებს აჩვენებდნენ, რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა. 


ფოტო: ew

კომენტარები