პატრიოტთა ალიანსი

"პატრიოტები" პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციას სპორტის სასახლეში მართავს

რუსთავი 2

პატრიოტთა ალიანსი პროპორციული არჩევნებისა და 7 წლის წინანდელი ხელისუფლების დასჯის მოთხოვნით აქციას სპორტის სასახლეში მართავს. 

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, დავით თარხან-მოურავის თქმით, აქცია ქუჩის ნაცვლად სპორტის სასახლის შენობაში იმიტომ გაიმართა, რომ ხელისუფლებას აქციის მონაწილეების დათვლა უყვარს, სპორტის სასახლეში კი 11 000 კაცია. თუმცა, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ადგილების ნახევარზე მეტი არ შევსებულა. 

მიუხედავად პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებული საერთო ხედვებისა, პატრიოტთა ალიანსი ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს არ უერთდება. 

"რატომ არ ვდგავართ ჩვენ იქ, სადაც ვითომ დგას სხვა ოპოზიცია. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და არა - ძალაუფლებისთვის,"- ამბობს პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, გიორგი ლომია. 

პატრიოტთა ალიანსის ლიდერების თქმით, ისინი აქციებს ქუჩაშიც გამართავენ. 

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, პატრიოტთა ალიანსის გარდა, პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია, თუ პოლიტიკოსი სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საერთო მოთხოვნების ირგვლივ გაერთიანდა - დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას, ნახეთ აქ.

კომენტარები