ე.წ. გერმანული მოდელი

ინაშვილი: იდეალური არ არის, მაგრამ გერმანული მოდელის ქართულ ვარიანტს მხარს ვუჭერთ

ჩვენ დღის წესრიგიდან არ ვხსნით 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს. ეს მოთხოვნა გვქონდა და დღესაც ძალაშია ჩვენი მხრიდან. არსებობს ვარიანტები და ჩვენ ერთერთი ვარიანტი შევთავაზეთ კიდეც ხელისუფლებას, რომ მცირედი ცვლილება მოხდეს და ახალი სახით იგივე კანონპროექტი გავიტანოთ. აქ უკვე პოლიტიკური ნების საკითხია და ვნახოთ, ეს პოლიტიკური ნება გარდატყდება თუ არა დღეს, ამ შეხვედრის შემდეგ. რაც შეეხება წარმოდგენილ ვარიანტს, ე.წ. გერმანულ, მოდიფიცირებულ ქართულ ვარიანტს, ეს ამ ეტაპზე კონსენსუსის საგანი არის. ესეც არ არის იდეალური ვარიანტი, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ რაღაც შეთანხმებამდე მივიდეთ და ჩვენ ამ გერმანული ვარიანტის ქართულ მოდელს მხარს ვუჭერთ. ამ ეტაპზე ესეც, მიგვაჩნია, რომ გამოსავალია. დანარჩენს ვნახავთ.

პარტია პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი. დღეს ბილტმორში ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც ე.წ. გერმანული მოდელის საარჩევნო სისტემას განიხილავენ. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება.

კომენტარები