ე.წ. გერმანული მოდელი

ვაშაძე: თუ ოცნება ე.წ. გერმანულ მოდელს არ დათანხმდება, ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება

პირველი - ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებს, განსაკუთებით ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ მათ თავის თავზე იტვირთეს ეს ძალიან მძიმე მისია და ამ დიალოგის ორგანიზება დაიწყეს, რაც ჩვენ საზოგადოებას ძალიან სჭირდება.

მეორე ის, რომ გუშინდელი კოშმარული დღის და ღამის შემდეგ, რაც ქუთაისში ხელისუფლებამ აიპების სიპებისა და სხვა სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლების მეშვეობით ჩვენ ოფისთან მოაწყო, ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ რაიმესთვის იყვნენ მზად.

მესამე, მთავარი - ჩვენ კომპრომისული ნაბიჯი უკვე გადავდგით, ქართულმა ოცნებამ თავის თავზე აიღო პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, რომ პროპორციული სისტემით ჩაატარებდა არჩევნებს, ამაზე უარი თქვა. ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი, ცალმხრივად წავედით კომპრომისზე. თუ ამაზეც არ დათანხმდნენ, მაშინ პრობლემა არ არის, გაგრძელდება ყველაფერი ისევ ისე, როგორც არის. საქართველოს მოქალაქე არის დაპირისპირებული ქართულ ოცნებასთან.

ნაციონალური მოძრაობის წევრი გრიგოლ ვაშაძე. დღეს ბილტმორში ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც ე.წ. გერმანული მოდელის საარჩევნო სისტემას განიხილავენ. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება.

კომენტარები