ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი რაკეტა გაისროლა

ჩრდილოეთ კორეამ ორი, სავარაუდოდ, მოკლე რადიუსის რაკეტა ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროდან ქალაქ იონპოდან გუშინ 17:00 საათზე ზღვაში გასროლა.

რაკეტებმა 380 კილომეტრი დაფარეს და ზღვაში ჩაეშვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის სამხედრო ძალები ავრცელებენ.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისთვის ბოლო ვადად მიმდინარე წლის დასასრული განსაზღვრა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ განახლებულა.

"ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ქმედებები კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის მოხსნას ხელს არ უწყობს," - განაცხადა სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ერთერთმა მაღალჩინოსანმა ჯეონ დონგ ჯინმა.

რაკეტების გასროლას იაპონიის პრემიერმინისტრი სინძო აბე გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, რაკეტების გასროლა არამხოლოდ იაპონიისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის საფრთხე იყო. რაკეტებს იაპონიის საჰაერო სივრცეში ან მის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში არ შეუღწევია.

"ჩვენ მდგომარეობის მონიტორინგს და რეგიონში ჩვენ მოკავშირეებთან კონსულტაციას ვაგრძელებთ," - თქვა ტრამპის ადმინისტრაციის ერთერთმა მაღალჩინოსანმა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, რომ პროვოკაციებს შეეშვას, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციით განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულოს და ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში თვეს, რომ "უმაღლესი ლიდერი" ძალიან კმაყოფილი იყო საგამოცდო გასროლის შედეგებით.

ბოლო გამოცდა ჩრდილოეთ კორეამ 31 ოქტომბერს ჩაატარა, როდესაც ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის მხარემ აშშ გააფრთხილა, რომ მოლაპარაკებების დაწყებისთვის, აშშ-ს ხელი უნდა აეღო ფხენიანის მიმართ თავის "მტრულ პოლიტიკაზე".

კიმ ჩენ ინმა ვაშინგტონს მოლაპარაკებებისათვის ბოლო ვადად მინდინარე წლის დასასრული განსაზღვრა. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ აშშ შეცდომას დაუშვებს, თუ ამ გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს.

მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ არაერთი სარაკეტო გამოცდა ჩაატარა, მათ შორის იყო 2 ოქტომბერს წყალქვეშა ხომალდიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვება.

ჩრდილოეთ კორეამ გააკრიტიკა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები და ის ომისათვის მზადებას შეაფასა. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ აშშ არღვევს პირობას სამხრეთ კორეასთან ერთობლივის სამხედრო წვრთნების შეწყვეტის თაობაზე და ამის გამო აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებები საფრთხის ქვეშაა. ჩრდილოეთ კორეა აშშ-ისგან "მათი ეკონომიკისთვის საზიანო" სანქციების მოხსნასაც ითხოვს. 

კომენტარები