ეკონომიკური ზრდა

ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.7% შეადგინა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

უწყების ინფორმაციით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.7% შეადგინა. ამავდროულად 2019 წლის პირველ ათ თვეში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 5.1% შეადგინა. 

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში. 

ამავდროულად, კლება დაფიქსირდა ხელოვნების, გართობის, დასვენებისა და სამთო-მოპოვებით სექტორებში.

კომენტარები