დავით ბერძენიშვილი

ბერძენიშვილი: ღარიბაშვილს დიდხანს ვუხსნიდით, რომ საქართველო СНГ-ში სააკაშვილს არ შეუყვანია

მთავარი არხი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების კოალიციაში ყოფნის დროს, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი იყო, მას პოლიტსაბჭოზე დიდხანს უხსნიდნენ, რომ საქართველო დსთ-ში მიხეილ სააკაშვილს არ შეუყვანია.

"მათ შორის ყველაზე უფრო უცოდინარი უვიცი, ირაკლი ღარიბაშვილი იყოს ასეთი, რომლისთვისაც დიდხანს ასახსნელი გაგვიხდა თავის დროზე, პრემიერი იყო, რომ მიშა სააკაშვილს არ შეუყვანია საქართველო СНГ-ში. იმანაც კი თქვა, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არის [აქციებზეო]", - თქვა ბერძენიშვილმა მთავარი არხის ეთერში.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, სად ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შესახებ. ბერძენიშვილის თქმით, ეს ხდებოდა კოალიციის პოლიტსაბჭოზე და საუბარს 10-12 ადამიანი ესწრებოდა.

"ეს პოლიტსაბჭოზე ხდებოდა კაცო, ერთი ერთში კი არ გვქონია ლაპარაკი. 10-12 კაცის თანდასწრებით ხდებოდა ეს, ახლა შეიძლება ზვიად ძიძიგურმაც კი დაგიდასტუროთ, რადგან აღარ არის მარწუხებში. ბევრი ადამიანი იყო იქ, დათო უსუფაშვილიც იყო და ვინ არ იყო, გუბაზიც იყო. ასეთ უცოდინარ ადამიანთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები