პროპორციული სისტემა

კობახიძე: ენმ-ს პარლამენტთან 200 აქტივისტი ჰყავს ყოველდღიურად, 200-ია ეს, შეგიძლიათ, დათვალოთ

ზუსტად ორასი არიან, 28 პარტიას [ოპოზიციის გაერთიანებას] ჰყავს 200 აქტივისტი ანუ ნაცმოძრაობას ჰყავს 200 აქტივისტი ყოველდღიურად მობილიზებული პარლამენტთან, ორასია ეს, შეგიძლიათ, დათვალოთ, ორასია რეალურად

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში ამბობს, რომ პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. მისი აზრით, პარლამენტთან აქციებს და პიკეტირებებს "ორასი ნაციონალი" აწყობს. აღსანიშნავია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, დეპუტატებს პიკეტის და სირცხვილის დერეფნის ფონზე უწევთ პარლამენტში შესვლა. პარლამენტის სხდომის დასაწყებად ორჯერ აქცია სპეცრაზმით დაშალეს, დღეს კი, პარლამენტის შესასვლელთან რკინის კონსტრუქციები აღმართეს.

კომენტარები