პროპორციული სისტემა

კობახიძე: შსს-ს ჭარბი რესურსი იხარჯება იმიტომ, რომ 200 ნაციონალს უნდა პარლამენტის ბლოკირება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭარბი რესურსი იხარჯება იმის გამო, რომ ორას ნაციონალს უნდა პარლამენტის ბლოკირება. ნაცმოძრაობას არ აქვს პასუხისმგებლობა, ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა, ამიტომ ისინი ხარჯავენ შსს-ს იმ რესურსს, რომელიც წესით არ უნდა დაიხარჯოს ორას ნაციონალზე, მაგრამ ნუ, ასეთია ვითარება. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიყენებთ ხისტ ზომებს, იმ ზომებს, რომლებსაც თავის დროზე იყენებდა ნაცმოძრაობა, ეს არის დემოკრატიის ფასი

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში ამბობს, რომ პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, დეპუტატებს პიკეტის და სირცხვილის დერეფნის ფონზე უწევთ პარლამენტში შესვლა. პარლამენტის სხდომის დასაწყებად ორჯერ აქცია სპეცრაზმით დაშალეს, დღეს კი, პარლამენტის შესასვლელთან რკინის კონსტრუქციები აღმართეს.

კომენტარები