პროპორციული სისტემა

კობახიძე: ხელისუფლება 200 ნაციონალს არ აბლოკინებს პარლამენტს, ვმუშაობთ ჩვეულ რეჟიმში

ორასი კაცის, ნაციონალის მითუმეტეს, დასაბლოკი საქართველოს პარლამენტი ვერ იქნება, ბუნებრივია, ამ ქვეყანაში. აბსოლუტურად სწორად მოქმედებს ხელისუფლება, ორას კაცს, ორას ნაციონალს არ აბლოკინებს ბუნებრივია პარლამენტის მუშაობას, პარლამენტი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ხელისუფლება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და ბუნებრივია, ეს რეჟიმი გაგრძელდება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში ამბობს, რომ პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, დეპუტატებს პიკეტის და სირცხვილის დერეფნის ფონზე უწევთ პარლამენტში შესვლა. პარლამენტის სხდომის დასაწყებად ორჯერ აქცია სპეცრაზმით დაშალეს, დღეს კი, პარლამენტის შესასვლელთან რკინის კონსტრუქციები აღმართეს.

კომენტარები