თავი რომ დავანებოთ ივანიშვილის სამარცხვინო, პოლიტიკურ ბუნებას, - აი, ამ კაცის, რომელიც ნუ, არ ვიცი, რომელი ერთი ფრაზა ავიღო ხოლმე, რომელსაც ბოდავს - ეს კაცი დიდი ხანი თუ ალაპარაკე, მის ამღვრეულ თავში რაც არის ყველაფერს ლაპარაკობს. დაჭერები დაანონსა - დაგიჭერთო, პოლიტიკურ ლიდერებს დაემუქრა და დაადასტურა, რომ პოლიტიკური დაკვეთით ხდება ეს დაჭერები - იმიტომ კი არა, რომ საქმეა აღძრული, იმიტომ, რომ ის წყვეტს. კიდევ ბევრი რამ ილაპარაკა. წერილის მიწერას რომ აპირებს ამერიკის პრეზიდენტისთვის, სენატისთვის და ძირგამომთხრელ საქმიანობაზე რომ საუბრობს, რომელსაც NGO-ები ეწევიან... კლასიკური, ასლან აბაშიძის ნაირსახეობაა და ასეთიც რომ არ იყოს და, რომც იყოს დალაგებული ლიდერი, მაინც აღარ გვსურს რომელიმე ხელისუფლება იყოს ისეთ უმრავლესობაში როგორიც აქვს ამ კაცს, როგორიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, რომლის ნაწილიც მე ვიყავი. იმიტომ, რომ აბსოლუტური ძალაუფლება, ჩვენნაირი სუსტი ტრადიციის ქვეყანაში სახიფათო რამეა
tbl.ge/48kh
დაკოპირდა

განაცხადა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




