პროპორციული სისტემა

კობახიძე: საქართველოს პარლამენტი 200 "ნაციონალის" დასაბლოკი არ არის

სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე. ბუნებრივია, 200 "ნაციონალის" დასაბლოკი საქართველოს პარლამენტი არ არის. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები იღებენ იმ ზომებს, რომლებიც უნდა იყოს მიღებული პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით.

იმისთვის, რომ მაქსიმალურად პროპორციული იყოს ზომები, იქნა პრევენციული ზომები მიღებული, რაც ალბათ სწორია, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი, ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ზომებით იყოს უზრუნველყოფილი პარლამენტის მუშაობა, ბუნებრივია, ასე უნდა გაგრძელდეს. გვახსოვს როგორი იყო პრაქტიკა 2012 წლამდე, როდესაც ხდებოდა მიტინგების უსასტიკესი დარბევა. ეს პრაქტიკა არის აღკვეთილი საქართველოში და პოლიცია მოქმედებს პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარლამენტის პიკეტირებაზე.

კომენტარები