ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატების ნაწილი საპარლამენტო კომიტეტებს ტოვებს

ევროპული საქართველოს დეპუტატების ნაწილი საპარლამენტო კომიტეტებს ტოვებს.

შესაბამისი მიმართვა პარლამენტში უკვე წარდგენილია, რომლის მიხედვით, სერგი კაპანაძე განათლებისა და ევროინტეგრაციის კომიტეტების წევრი აღარ იქნება.

ელენე ხოშტარია ტოვებს ადამიანის უფლებათა კომიტეტს, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ოთარ კახიძე და ირაკლი აბესაძე დატოვებენ. კახიძე აღარ იქნება არც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს ტოვებს ზურაბ ჭიაბერაშვილი, ხოლო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს ლელა ქებურია და ლაშა დამენია.

კომენტარები