პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხელისუფლებამ რკინის კონსტრუქციები აღმართა, ხმაური იყო.
აქტივისტები დროებით კონსტრუქციაზე წარწერის გაკეთებას ცდილობდნენ, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა.
თავდაპირველად, აქციის მონაწილეებმა წარწერა პარლამენტთან მდებარე ერთ-ერთ შენობაზე გააკეთეს, რის შემდეგაც, პოლიცია მათ რკინის დროებით კონსტრუქციაზე წარწერის საშუალებას არ აძლევდა.

ფოტო: ტაბულა
ტერიტორიაზე იმყოფება ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერიაც. ის განმარტავს, რომ წარწერის გაკეთება კანონის დარღვევა არაა.
საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა შეძლეს რკინის კედელზე სტიკერების მიკვრა, ასე, ძირს არსებუულ კონსტრუქციაზე წარწერის გაკეთება.






