ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ქვეყანას გარეთ იმიჯს ულახავენ, განცხადებებს აკეთებენ, ტრამპს მოსთხოვეს უშველოსო

რა თქმა უნდა ესენი [ოპოზიცია] აზარალებენ ბევრს, ქვეყნის განვითარებას აფერხებენ, გარეთ იმიჯს ულახავენ და ყველანაირად ამის გაკეთებას ცდილობენ. ნახეთ, მთელი ძველი სამეგობრო წამოწიეს ახლა და დღეში ერთი ან ორი კაცი აკეთებს განცხადებებს. ლამის არის ტრამპს მოსთხოვეს ვიღაცებმა, გამოვიდნენ ტრამპმა უშველოსო. რას უნდა უშველოს, კაცო? ვის უნდა უშველოს? არცერთი პოლიტიკური პარტია არ არსებობს, რომ მსგავსი არ მოსვლოდეს. არაფერი არ მომხდარა. ჩვენ, არანაირი კანონი არ დაურღვევია ქართულ ოცნებას. არაფერი არ მომხდარა, საკუთარი თავი დააზიანა.

ბიძინა ივანიშვილი იმედის ეთერში. შეგახსენებთ, რომ ამერიკულ გამოცემაში Washington Examiner გამოქვეყნდა წერილი სათაურით "ტრამპი უნდა დაეხმაროს ქართველებს, გაუმკლავდნენ მათი მთავრობის ღალატს", სადაც ავტორი, ტომ როგანი მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში დაადასტურონ პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდაჭერა და გააფრთხილონ ივანიშვილი, რომ მისი კრონიზმი მისივე ფინანსურ აქტივებზე დაწესებული სანქციებით დასრულდება.

კომენტარები