ამ შემთხვევაში უნდა გამოვიდეთ კონტექსტიდან, კიდევ ერთხელ ვამბობ რომ აქ არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც იყენებს სამოქალაქო აქტივიზმს ფარად, იმისთვის რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. შეშას რაც შეეხება, პოლიციის პირველადი ფუნქცია არის პრევენცია და პრევენცია გულისხმობს იმას, რომ მანამ, სანამ რაიმე უბედურება დატრიალდება, აუცილებელი არის პოლიცია ჩაერიოს. ჩვენ შევხედეთ, რომ პოლიციამ წინა შემთხვევაში და ახლაც მაქსიმალური პროფესიონალიზმი გამოავლინა, ისეთი პროფესიონალიზმი როგორიც ევროპული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.
26 ნოემბრის აქციის დაშლა
სოფო კილაძე: პოლიციამ გამოავლინა ევროპისთვის დამახასიათებელი პროფესიონალიზმი
tbl.ge/485a
დაკოპირდა

ქართული ოცნების წევრი სოფო კილაძე პარლამენტთან აქციის მონაწილეების სპეცრაზმის მიერ დაშლას გამოეხმაურა. გამთენიისას, დაახლოებით 5 საათზე, სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები ტროტუარებზე იდგნენ და კანონს არ არღვევდნენ, წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.
ამავე თემაზე
- სოფო კილაძე: თუ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვა, ტყავს გააძრობენ ადამიანებს
- კობახიძე: კრიზისი არის ნაცმოძრაობაში
- ვოლსკი: ზოგ ახალგაზრდას ყოფილ და ახლანდელ კმარელებთან ემოციური კავშირი არ აქვს
- მამუკა მდინარაძე: პოლიცია ვალდებულია მოახდინოს დანაშაულის პრევენცია
- დენიელ ბალსონი: ვაშინგტონში აღნიშნავენ, როგორ ეპყრობიან უშიშროების ძალები მომიტინგეებს