პროპორციული სისტემა

ბოკერია: ქართულ ოცნებას არ დაუმსახურებია ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება

ტაბულა

"მათ არ დაუმსახურებიათ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება" - ამბობს ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ქართული ოცნების პარლამენტარებზე, რომელთა საკანონმდებლო ორგანოში შეშვებასაც არ აპირებენ აქციის მონაწილეები. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტთან კარვებს შლის, საკანონმდებლო ორგანოს ცოცხალ ჯაჭვს არტყამს და ხვალინდელი პლენარული სხდომის ჩაშლას გეგმავს.

"სანამ ეს სამარცხვინო ლიდერი ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლოუნები აგრძელებენ საზოგადოების შეურაცხყოფას, უტიფრობას, მანამდე ეს პროტესტი გაგრძელდება, ბოლოს ვერ გაუძლებენ, ვერ გაქაჩავენ და ჩამოიშლებიან, რაც უფრო დროზე მოეგებიან გონს და უკან წაიღებენ შეურაცხყოფას, მით უკეთესი მათთვის და ქვეყნისთვისაც ეს გზა ჯობია" - ამბობს ბოკერია და არ გამორიცხავს, რომ აქცია სპეცრაზმმა დაშალოს.

"უბრალოდ, რამდენ ხანს ხანს გაქაჩავენ ასე? ჩვენ გვაქვს ძლიერი ნებისყოფა და ჩვენ ვართ მართლები, ჩვენში არ ვგულისხმობ ჩემს თავს და პარტიას, ვგულისხმობ საზოგადოებას, ვისთანაც დადეს პირობა გავრილოვის ღამის დაღვრილი სისხლის შემდეგ, რის შემდეგაც გადააგდეს საზოგადოება და უთხრეს უტიფრად, ფეხებზე გვკიდიხარო, ამას არავინ არ აიტანს, ამიტომ, დროზე მოეგონ გონს და გადადგან ნაბიჯი ნორმალიზაციისკენ. თან, ეს ნაბიჯი ჩვენვე მოვუფიქრეთ, შეჯერებული მოდელი გვაქვს, გაიგზავნება მათთან, შემოწმდება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, არის კონსტიტუციასთან სრულ ჰარმონიაში, ასე რომ გზაც აქვთ, თუ ამ გზას არ მიიღებენ, იმსახურებენ კიდევ უფრო მწვავე პროტესტს და პოლიტიკური ცხოვრების სამარცხვინო, კატასტროფულად, მათთვის ტრაგიკულ დასასრულს " - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები